საქართველოში მაიმუნის ყვავილის 2 სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, მეორეს იკვლევენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.

„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს”, – აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5 მაისს დაადასტურა მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა მსოფლიოს 27 ქვეყანაში. მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ევროპელ პარტნიორებს მიმართავს და სთხოვს, მხარი დაუჭირონ საქართველოს EU-ში გაწევრიანებას
შემდეგი სტატიაკიევმა მიიღო აზოვსტალში დაღუპული მებრძოლების პირველი ცხედრები, – Associated Press