მიხეილ სააკაშვილი: ეს ხალხი გაჭირვების ტალკვესია პუტინის – ყველა ასეთ მომენტში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს გორბაჩოვის მიერ, 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებებთან და ამბობს, რომ მაშინ თავად გასცა გორბაჩოვს პასუხი, გუშინ კი ქართველმა ახალგაზრდობამ უპასუხა.

“ზუსტად იგივე რაღაცეები იძახა არაერთხელ, თქვა პოზნერმა. 2008 წლის აგვისტოში რასაც იძახოდა გორბაჩოვი – ის ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას 2000 დაღუპულზე და პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში. ეს არის ის პასუხი, რომელიც მე გავეცი გორბაჩოვს, რომელიც იგივეს ამბობდა მაშინდელ CNN-ის პირდაპირ ეთერში. გორბაჩოვის ტყუილების მერე ჩამრთეს ეთერში. მე მაშინ შევძელი მხოლოდ გორბაჩოვისთვის გამეცა პასუხი პირდაპირ ეთერში და სულ სამარცხვინო და თავისმომჭერელი ვეძახე. სპეციალურად გამოიყვანეს მაშინ გორბაჩოვი და პოზნერი, როგორც ის რუსები, ვისაც ჯერ კიდევ დასავლეთში რაღაც ავტორიტეტი ჰქონდა, რათა ჰიბრიდულ ომში დაეჯერებინათ დასავლეთი, რომ საქართველოს ბრალი იყო ყველაფერი. ეს ხალხი გაჭირვების ტალკვესია პუტინის – ყველა ასეთ მომენტში. მაშინ მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი, უკვე პოზნერის მრავალი წლის შემდეგ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში მულტიფუნქციური სპორტული სივრცე ეწყობა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნიას შემცვლელად თამარ ტყეშელაშვილი დანიშნა