მიხეილ სააკაშვილი: ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად

“ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთვის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ნიკა, ძვირფასო, მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა.

ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ. განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს!

ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ.

ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა