პოლიციამ მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავა

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრის, გიორგი მუმლაძის ინფორმაციით, პოლიციამ მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავა.

როგორც მუმლაძე Facebook-ზე წერს, დაკავებულები არიან ლაშა და გივი ქველაძეები.

“მარნეულში სრული ტერორია! პოლიციამ დააკავა ნაციონალური მოძრაობის წევრები ლაშა ქველაძე და გივი ქველაძე! ჩაატარეს სპეც-ოპერაცია!”, – წერს მუმლაძე.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების დაკავების მიზეზი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვართ მე-3 ვადით არჩეული ხელისუფლება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად