მიხეილ რამიშვილი : გამოძიების მხრიდან დეკანოზ მამალაძისთვის იყო შეთავაზება, რომ ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი

ე.წ. ციანიდის საქეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება დეკანოზს სთავაზობდა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი ემხილებინა.

რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მხრიდან მამალაძისთვის ეს შეთავაზებული იყო დაკითხვის დროს გამოცხადებულ შესვენებაზე, არაოფიციალურ საუბრებში.
”დაკითხვის დროს, როდესაც შესვენება იყო, რამდენჯერმე შეთავაზებული იყო ზოგადი განხილვისთვის, რომ დაესახელებინა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრის გვარები.
გამომძიებლები ეუბნებოდნენ მამა გიორგი მამალაძეს, ხომ იცით, რომ ყველასთვის ცნობილია, რაც ხდებაო და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ესენი დაპირისპირებულები არიანო. მამა გიორგის პოზიცია იყო, რომ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავდა და რომ მსგავს რაღაცას არ იტყოდა.

მათ უნდოდათ რომ ყველაფერზე თავი დაეკრა მამა გიორგის და ასე არ არის. ამას არ ჰქონდა იძულების ხასიათი, თუმცა იყო შეთავაზებები. ამ შეთავაზებებს რომ არ დათანხმდა, ადგნენ და ბრალი დაუმძიმეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა,”-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
შემდეგი სტატიაბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა მიმდინარეობს