გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

გურჯაანში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ 5 სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვიტარებაა სოფელ ახაშენსა და მუკუზანში.
განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა ვენახები და ბაღჩეული კულტურა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სტიქია 15 -20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. უცნობია, ამოქმედდა თუ არა რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი.

banner
წინა სტატიაშიმიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა
შემდეგი სტატიამიხეილ რამიშვილი : გამოძიების მხრიდან დეკანოზ მამალაძისთვის იყო შეთავაზება, რომ ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი