მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ინიციატივას, რომელიც რუსეთმა გაერო-ში დაბლოკა, მნიშვნელოვანს უწოდებს

news
ავტ.: news დეკემბერი 7, 2016 16:00

მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ინიციატივას, რომელიც რუსეთმა გაერო-ში დაბლოკა, მნიშვნელოვანს უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის ინიციატივას მნიშვნელოვანს უწოდებს და აქცენტს საქართველოს დეოკუპაციის საკითხის განხილვაზე აკეთებს.

ამის შესახებ ჯანელიძემ უკრაინული მხარის იმ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ოფიციალურმა მოსკოვმა გაერო-ში დაბლოკა.

„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შედეგია ის, რომ საქართველოს პრობლემატიკა აქტიურად დგას დღის წესრიგში. ყველა შესაბამის ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ უშიშროების დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის დაყენება და ის მხარდამჭერი პოზიციები, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან გამოიხატა. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და მივესალმებით, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში მისი განხილვა მოხდა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

უკრაინის დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის “შეთახმების” განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა.

news
ავტ.: news დეკემბერი 7, 2016 16:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics