მიხეილ ჯანელიძე – საქართველო ერთ-ერთ დიდი კონტრიბუტორია, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური კუთხით

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრებზე ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინები განიხილეს. ჯანელიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პროგრესი ნატო-ში დაფიქსირდება.

“მინისტერიალის ფარგლებში საქართველო მიწვეულია ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში მასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე. ვიმსჯელებთ მისიის მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმ კონტრიბუციაზე, რომელსაც წევრი ქვეყნები ახორციელებენ ამ მისიის წარმატებისთვის. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი კონტრიბუტორი, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური თვალაზრისით. ვისაუბრებთ შემდგომ ნაბიჯებზეც. ასევე განვიხილავთ ნატო-ს მინისტერიალის მოლოდინებს. ველოდებით, რომ საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთხელ დაფიქსირდება პროგრესი და პოლიტიკური მხარდაჭერა”,-განაცხადა ჯანელიძემ.

20 მაისს მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც განიხილება ავღანეთში არსებული ვითარება და ნატო-ს მისიის სამომავლო გეგმები.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები კოლეგებთან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე – პროკურორი დაცვის მხარესთან ტელევიზიაში ვერ დაჯდება და დებატებს ვერ გამართავს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის პროცესის წარმატებით დასრულებას ელოდება