ირაკლი შოთაძე – პროკურორი დაცვის მხარესთან ტელევიზიაში ვერ დაჯდება და დებატებს ვერ გამართავს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ე.წ. დებატებთან დაკავშირებით კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატების შეთავაზებას იწუნებს.

შოთაძის თქმით, დაცვის მხარეს ჰქონდა ერთი წელი და 8 თვე იმისთვის, რომ პროკურორებთან დებატებში, თანასწორი სასამართლოს პირობებში გაემარჯვათ, მაგრამ ისინი დამარცხდნენ.

“ეს არ არის სწორი სამართლებრივი რეჟიმი, ეს არის მართლმსაჯულება და მას ჩვენ ვერ გადავიტანთ ტელევიზიაში. მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოში, შესაბამისად, ეს არის არასწორი შეთავაზება, ფორმატი. პროკურორი ტელევიზიის სტუდიაში ვერ დაჯდება დაცვის მხარესთან და დებატებს ვერ გამართავს. დებატები მხოლოდ სასამართლო დარბაზებში იმართება. ეს განცხადებები მაგონებს მუშტების ქნევას ჩხუბის მერე. მათ აქვთ მეორე ინსტანციის სასამართლოში შესაძლებლობა გააგრძელონ დებატები”,-განაცხადა შოთაძემ.

ცნობისათვის, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები საქართველოს პროკურატურას და მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომელთა ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – საქართველო ერთ-ერთ დიდი კონტრიბუტორია, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური კუთხით