მიხეილ ჯანელიძე დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მამუკა ბახტაძეს პრემიერად დანიშვნას, ხოლო დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს.

„ბატონ მამუკა ბახტაძეს ვულოცავ გამოცხადებულ ნდობას პრემიერ – მინისტრის პოსტზე და ვუსურვებ წარმატებებს ძალიან საინტერესო პროგრამის განხორციელებაში ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ!

ვულოცავ ბატონ დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებას. ჩვენ არაერთი წარმატებისთვის მიგვიღწევია ერთად მუშაობისას. ის არის პროფესიონალი დიპლომატი და ძალიან კარგი კოლეგა და ვუსურვებ დიდ წარმატებებს, როგორც მინისტრს!“ – წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლის გაუჩინარებაზე ევროსასამართლო საქართველოსა და აზერბაიჯანს მწვავე კითხვებს უგზავნის
შემდეგი სტატია4,6კგ ოქროსა და 50,2კგ ვერცხლის ნაკეთობები – დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოვლინდა