მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ბაქოში იმყოფება. მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.

 

ალიევთან შეხვედრაზე თბილისსა და ბაქოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იყო საუბარი.  ასევე, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის არსებულ მზარდ პოტენციალზე გამახვილდა.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.
მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს.
banner
წინა სტატიაშითურქეთის პოლიციამ ქალების მიტინგი რეზინის ტყვიებით დაარბია
შემდეგი სტატიაავსტრალიის მთავრობა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე რეფერენდუმს ჩაატარებს