თურქეთის პოლიციამ ქალების მიტინგი რეზინის ტყვიებით დაარბია

თურქეთის პოლიციამ ქალების მიტინდი რეზინის ტყვიებით დაარბია

გუშინ, 6 მარტს თურქეთის პოლიციამ ასობით დემონსტრანტს, რომლებიც ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ, რეზინის ტყვიები დაუშინა სტამბულის ცენტრში – Reuters-ი წერს.
აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს მთავრობის გადაწყვეტილებას დამორჩილებოდნენ, რომელმაც დემონიტრაციის ჩატარებაზე ნებართვა არ გასცა. ისინი თურქეთში ქალთა პრობლემებზე ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ. სტამბულის აზიის ნაწილში ასობით ქალი შეიკრიბა კადიკეის მოედანზე, ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს, ხელში ფოსფორის სანათებლები ეჭირათ და ქალების პრობლემებზე საუბრობდნენ.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო, ბევრმა ქალმა დატოვა მოედანი. მინიმუმ ერთი აქტივისტი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკლინტონი და ტრამპი მარცხს განიცდიან, თუმცა ლიდერობას არ კარგავენ
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა