მიხეილ გიორგაძე : ბათუმში „Maroon 5“-ის კონცერტს, კერძო სექტორი უფრო მომზადებული უნდა დახვედროდა

დიდი მსხევერპლშეწირვა „ოცნებაში“ რა მიზეზით მოხსნიან კულტურის მინისტრს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბათუმში „maroon 5“-ის კონცერტს, კერძო სექტორი უფრო მომზადებული უნდა დახვედროდა.

მისი თქმით, ბათუმში 40 ათასამდე ადამიანი ჩავიდა და კერძო ბიზნესი ამისთვის ბოლომდე მზად არ იყო.

„ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩავა. 40 ათასამდე ადამიანი ჩავიდა ბათუმში. კოორდინაცია იყო ძალიან ინტენსიური, კომუნიკაცია ყოველდღიური. მე არ მგონია, რომ ის სირთულეები, რაც შეიქმნა ბათუმში, იგივე ვთქვათ, კვების ობიექტებთან დაკავშირებით, ეს კოორდინაციის ბრალი იყო, უბრალოდ თავად კერძო სექტორი უფრო მომზადებული უნდა დახვედროდა ამას. გარკვეული სკეპტიციზმი ალბათ იქაც არსებობდა ამ სექტორშიც. თუმცა, გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ სჯეროდათ, რომ ნამდვილად ამდენი ადამიანი ჩავიდოდა ბათუმში, რადგან გაყიდული ბილეთების როდენობიდანაც ჩანდა, ეს ძალიან კარგად. პატარა სასტუმროები იყო გადავსებული და დაკონსერვებული მშენებლობებიც კი გაიხსნა”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისი თქმით, ის რაც ბათუმში მოხდა, ქალაქისთვის პოზიტიური გამოცდილებაა.

„გარწმუნებთ, რომ ყველა არც ისე დიდ ქალაქში, განვითარებულ ქვეყნებში, როცა დიდი ღონსძიებები ტარდება, გარკვეული შეფერხებები ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანების ჩასვლის დროს ხდება. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას. მომავალში კიდევ უფრო მომზადებული დახვდება ბათუმი, ან სხვა ქალაქი ღონისძიებას. დახვეწის პროცესი შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავრია, ჩვენ ვისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძის ძმას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ სკანდალი გრძელდება
შემდეგი სტატიაNDI–ის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს