მანანა კობახიძის ძმას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ სკანდალი გრძელდება

news
ავტ.: news ივნისი 13, 2016 12:24

მანანა კობახიძის ძმას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ სკანდალი გრძელდება

მანანა კობახიძის ძმას, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ძმის სკანდალი გრძელდება. როგორც ირკვევა თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძის მიმართ გუშინ გაჟღერებული ბრალდების შემდეგ საკრებულოში შესაძლოა შიდა მოკვლევა დაიწყოს.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ პირადად ესაუბრა თედო კობახიძეს და მისგან მოისმინა განმარტებები.

“რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ამ საქმეზე მიმდინარეობს კვლევა. ბუნებრივია ჩვენ უნდა დაველოდოთ გარკვეულ დასკვნებს და აქიდან გამომდინარე, ჩამოვაყალიბებთ შეხედულებას”- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ალიბეგაშვილის თქმით, კობახიძემ მასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გუშინ გაჟღერებული ბრალდება მისი და მისი დის დისკრიმინაციის მცდელობაა.

საკრებულოს თავმჯდომარემ არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა ფაქტზე შიდა მოკვლევა დაიწყოს.

“დაველოდებით მოკვლევას და რეაგირებასაც მოვახდენთ” – თქვა მან.

მანანა კობახიძის ძმას, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

ჯავახიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ პოსტსკრიპტუმს მისცა, სადაც ყვება, რომ თედო კობახიძემ მას პარტია ქართულ ოცნებაში მუშაობა ადგილობრივი არჩევნების წინ დააწყებინა, თუმცა პირველივე ხელფასის აღების შემდეგ, გასამრჯელოდან წილი მოსთხოვა. ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვინც პარტიაში თედო კობახიძემ დაასაქმა, ვალდებული იყო მისთვის ხელფასის ნაწილი მიეცა.

როგორც ჯავახიშვილი ყვება, არჩევნების შემდეგ, თედო კობახიძემ ის საკრებულოში დაასაქმა. სანაცვლოდ ჯავახიშვილის ყოველი თვის ხელფასიდან 35% თედო კობახიძის საბანკო ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. ბადრი ჯავახიშვილი თედო კობახიძის კლასელი და მისი დის, მანანა კობახიძის მოსწავლეა, მან პოსტსკრიპტუმს კობახიძის ანგარიშზე ფულის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინა, რომელშიც თანხის გადარიცხვას ახსენებენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯავახიშვილმა თედო კობახიძეს თანხის გადახდაზე უარი განუცხადა, რასაც მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

news
ავტ.: news ივნისი 13, 2016 12:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics