მიხეილ ჩხენკელი საქართველოში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
სხვა სტატიები
- ლევან ნიკოლეიშვილი – ეს ყველაფერი დაიწყო ზუგდიდის არჩევნების შემდეგ, როდესაც „იარაღი ავიღოთ ხელში“ მოწოდებები ისმოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან
- დავით ნარმანია: “სითი პარკის” ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა სტიქიის ადგილზე, იქნება გაუქმებული
- სააკაშვილი: ესენი თუ დარჩნენ, ვინ დაელაპარაკება ამ რთულ პერიოდში საქართველოზე მსოფლიო ლიდერებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მინისტრმა ასევე ისაუბრა კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.