არასამთავრობოები მეტროში შრომის ინსპექციის შესვლას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მეტროპოლიტენში შრომის ინსპექციის შესვლას ითხოვენ. მათი აზრით აუცილებელია იქ არსებული ვითარების დეტალურად შესწავლა. მიზეზი მეტროს თანამშრომლებში კორონავირუსის გავრცელებაა. სამოქალაქო სექტორის შეფასებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია და მერია ცდილობენ აიცილონ პასუხისმგებლობა მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან 50-ზე მეტი მემანქანის დაინფიცირება ადასტურებს, რომ მუშაობის პროცესში არ იყო დაცული უსაფრთხოება.

“არიან დღეს კორონავირუსით ინფიცირებული პირები, 50 ადამიანი დაახლოებით, ასეთ დროს სამწუხაროდ, დამსაქმებელი დასაქმებულებს არ ესაუბრება. აუცილებლად მივიჩნევთ, რომ შრომის ინსპექცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყება ჩაერთოდ ამ საქმეში და გამოკვლიოს რა მდგომარეობაა რეალურად მეტროში”, – თქვა საიას წევრმა, მერაბ ქართველიშვილმა.

რაც შეეხება მერიას, მათი განცხადებით, მეტრო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩერდება და ამას მემანქანეების ინფიცირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი საქართველოში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგი ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე