მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სექტორში სისტემური პრობლემები დახვდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2018 17:36

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სექტორში სისტემური პრობლემები დახვდა

მნიშვნელოვანი

  • ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან გავაკეთე განცხადება სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ეს შეეხებოდა როგორც გრიფირების პროცესს, სკოლებში არსებულ ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სხვა სტატიები

ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან გავაკეთე განცხადება სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ეს შეეხებოდა როგორც გრიფირების პროცესს, სკოლებში არსებულ ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რამ განაპირობა საკადრო ცვლილებები, რომლის შესახებაც მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში ჩატარდება რეფორმის პრეზენტაცია და დაიწყება იმ ნაბიჯების განხორციელება, რომელიც მისივე შეფასებით, სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

„სისტემისთვის, იმისთვის, რომ რეფორმების სწრაფად განხორციელება დავიწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ცვლილებები ეს არ არის საბოლოოო. ცვლილებები გაგრძელდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ დავიწყოთ უსწრაფესი ნაბიჯებით რეფორმების განხორციელება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში იქნება ჩვენი რეფორმის პრეზენტაცია და დაიწყება იმ ნაბიჯების განხორციელება, რომელიც ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ხელს შეუწყობს სისტემის გაჯანსაღებას. როგორც ვთქვით, ეს ცვლილებები განხორციელდება ახალ გუნდთან ერთად, რომელიც ვფიქრობთ, რომ უსწრაფეს რეჟიმში დაიწყებს რეფორმების ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობებს განათლების მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია და ლია გიგაური ტოვებენ. ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 10, 2018 17:36