ლია გიგაური, შოთა მურღულია, გიორგი მაჩაბელი – სისტემური პრობლემებისთვის სამინისტროდან გაათავისუფლეს

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა მცირდება.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება, შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი. თუმცა, მინდა გითხრათ ერთი, რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ასევე ვიხილავთ დანარჩენ ცვლილებებს. უახლოეს მომავალში ასევე მოგაწვდით ინფორმაციას სისტემაში ახალ კადრებთან დაკავშირებით. დანიშვნები მოხდება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია, ლია გიგაური, თამარ სანიკიძე – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მანანა მიქაბერიძე – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მაია მიმინოშვილი – შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, სისტემაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიამიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სექტორში სისტემური პრობლემები დახვდა