მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში 202-ე უსინათლოთა სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება

მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული უსინათლოთა სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ამ მიზნით ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა.

ამის შესახებ შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც არსებულ ვითარებას და საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო.

„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ჩვენს ბავშვებზე და შევუქმნათ შესაბამისი პირობები ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით. ის, რასაც ვხედავთ დღეს, ამ პირობებში ბავშვების ყოფნა მიუღებელია. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ზრუნვას იმისთვის, რომ პირველ რიგში ამ ბავშვებმა შესაფერის გარემოში მიიღონ განათლება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს არ იცნობს
შემდეგი სტატიახელისუფლების მანდატი სრულიად არაადეკვატურია და აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები