გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს არ იცნობს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაკავებული უკრაინელი მოქალაქეებიდან არცერთს არ იცნობს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს ადამიანები არჩევნებამდე არიან ჩამოსულები, როცა აქცია დაგეგმილიც კი არ იყო და შესაბამისად, მათ დაკავებასა და გუშინდელ აქციას შორის ყველანაირი კავშირი გამორიცხულია.

„მე პარლამენტის წევრი სემენჩენკო გამიგია, დანაჩენებს ნამდვილად არ ვიცნობ, არც ლუკა ჩხეტიანს ვიცნობ პირადად, სახელები და გვარები ვიცი. ისევე, როგორც თქვენ, მეც ამ ამბის შესახებ ტელევიზიით შევიტყვე. ფაქტობრივი ტყუილია, რომ ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქციაში მონაწილეობისთვის. ისინი 27- ში, არჩევნების წინა დღეს არიან ჩამოსულები ქვეყანაში, შესაბამისად, 27- 28 ში არავინ იცოდა საერთოდ იქნებოდა თუ არა აქცია“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა სხვადასხვა იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

banner
წინა სტატიაშისუიციდის ფაქტი სენაკში
შემდეგი სტატიამიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში 202-ე უსინათლოთა სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება