მიხაილო პოდოლიაკი – რუსეთი აგრძელებს სირიაში სისხლიანი უკრაინული მარცვლეულის გატანას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს სირიაში სისხლიანი უკრაინული მარცვლეულის გატანას.

ამის შესახებ პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

„რუსეთი აგრძელებს სირიაში სისხლიანი უკრაინული მარცვლეულის გატანას. ყოველი მეზღვაური, რომელიც მონაწილეობს რუსულ სქემაში და ხელს უწყობს ქონების რეალიზებას, რომელიც დანაშაულებრივი გზით არის შეძენილი, იდენტიფიცირებული და საერთაშორისო ძებნაში მიცემული იქნება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს ყველა პორტში მარადიორებს დაელოდება ინტერპოლი დაკავების ორდენით ხელში.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიამიშელი რუსული ნავთობის ემბაგროზე – დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას და ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას