მიშელი რუსული ნავთობის ემბაგროზე – დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას და ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ლიდერებს სურთ გადადგან ნაბიჯი სანქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ამის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია. ახლა დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას და კვლავ ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას ამ მნიშვნელოვან საკითხზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი განმარტებით, კონსესუსის მიღწევა მარტივი არ არის, თუმცა უკანასკნელ საათებში მიიღწევა.

ის ასევე კონკრეტული ზომებისა და გადაწყვეტილებების მიღების წინადადებით გამოვიდა, რათა დასრულდეს დამოკიდებულება განსაკუთრებით რუსულ საწვავზე.

banner
წინა სტატიაშიმიხაილო პოდოლიაკი – რუსეთი აგრძელებს სირიაში სისხლიანი უკრაინული მარცვლეულის გატანას
შემდეგი სტატიაგიტანას ნაუსედა – მჯერა, არის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას