მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში – პრეზიდენტი ქართულ დიასპორას მიმართავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ამ წუთებში მეორე დიასპორული, პროფესიული ფორუმი მიმდინარეობს.

გაუზიარე გამოცდილება საქართველოს, – ამ სახელწოდების ღონისძიებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გახსნა. სტუმრებს პრეზიდენტმა და პრემიერმაც მიმართეს.

„ამაღელვებელია, რომ ჩვეთან ერთად მილიონობით მხარდამჭერი ზეიმობს. დიდია ქართული დიასპორის წვლილი. სიტყვა “დიასპორა” შეიძლება, ტკივილსაც, სევდასაც შეიცავდეს, მაგრამ ამავე დროს დიდი შესაძლებლობების, პოტენციის და სულიერი ძალის მატარებელია. უმნიშვნელოვანესია ის მუშაობა, რომელსაც დიასპორის სამინისტრო ახორციელებს. მინდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუხატო იმ მოქალაქეებს, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა დედაქალაქში ვხვდები ხოლმე. ნაწილობრივ ვიცი ის სირთულეები, რაც თქვენს წინაშე დგას. ნაწილობრივ მაქვს შესაძლებლობა ხანდახან ამ სირთულეების მოგვარების. თქვენს სამსახურშიც ვართ, მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფორუმზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან. ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლებიც არიან მიწვეულნი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატია,,ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი, რომ დიასპორა იყოს ჩართული ქვეყნის განვითარებაში”