“მგონი, ეს მეგობრული ვეტო უფრო იყო” – თამაზ მეჭიაური

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განიხილავენ დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე.

უმრავლესობა გეგმავს გაითვალისწინოს გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციები და არ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს.

პრეზიდენტის შენიშვნები ნაწილობრივ მისაღებია რესპუბლიკელებისთვის, რადგან მათი განმარტებით, მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინა.

„ისეთი კეთილი განწყობით იყვნენ პრეზიდენტის და იქვე მთავრობის წარმომადგენლები, მგონი, ეს უკვე მეგობრული ვეტო უფრო იყო, ვიდრე რაიმე დიდი მნიშვნელობის მატარებელი,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე არ არის გაზიარებული.

banner
წინა სტატიაში,,მოხარული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება”
შემდეგი სტატია“დღეს პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემის გაძლიერებას“