“დღეს პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემის გაძლიერებას“

დეპუტატები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა წარუდგინა.

კანდიდატურებს სხდომაზე წარადგენს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, სამივე კანდიდატი პროფესიონალიზმის მინით შეირჩა.

„რამდენიმე თვეა უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. დღეს შედგება კენჭისყრა და იმ დროს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე, იმ დროს, როდესაც უამრავი კითხვის ნიშანი ისმის სასამართლო სისტემის მიმართ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახლა სასამართლოს კვალიფიციური კადრების ყოფნას და ამ კუთხით დღეს პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კვალიფიციურ კანდიდატებს და ამით მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემის გაძლიერებას,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

banner
წინა სტატიაში“მგონი, ეს მეგობრული ვეტო უფრო იყო” – თამაზ მეჭიაური
შემდეგი სტატია,,პრეზიდენტის შენიშვნები ეყრდნობა ვენეციის კომისიის დასკვნას”