მღვდელმონაზონი ანდრია სარია: ივანიშვილი დაგვცინის ყველას, დღეს ის არის ქვეყნის განვითარების მტერი

ჯაბა იოსელიანის მოყვარე ხალხი შესაძლოა ხარობდეს უგულავას ციხეში ჩასმას. ანუ, თადუმაძეებისთვის ახალი წელი დადგა! რაღაც, ამოუხსნელი ფენომენია, მღვდელმთავრები, რომლებიც პირად ურთიერთობაში არიან გიგისთან, დღეს რატომღაც ჩუმად არიან და მისდამი პატივისცემასა თუ თანაგრძნობას არ გამოხატავენ. უფრო მეტიც, გაურბიან იქ იყვნენ, სადაც გიგია. თავის დროზე მისგან პატივი, ფული და მეგობრობა ახაერებდათ, ნეტა დღეს რა შეიცვალა როცა მას გვერდში დგომა სჭირდება?!… ივანიშვილი დაგვცინის ყველას, დღეს ის არის ქვეყნის განვითარების მტერი. გინდათ სუბიექტურად ჩამთვალეთ, გნებავთ ობიექტურად. ყველამ იცის, რომ გიგის ამომრჩეველი არ ვარ, მაგრამ ადამიანს ასე დამცინავად მოექცე და როცა გინდა მაშინ გამოუშვა ან შეაბრუნო ციხეში, უბრალოდ სირცხვილია… ასეთი რა ინექცია გაგვიკეთეს? ქვეყანა იღუპება და ჩვენ ვამბობთ კარგად ვართო!!! შეიხედეთ მაცივარში და მერე შეხედეთ ბიძინას სასახლეს! ქვეყნის აღმშენებლობაზე აღარ მაქვს საუბარი!!! დადებითი ჩამომითვალეთ, რა ქნა ამ კაცმა?! სოლიდარობა გიგის, ღმერთმა დალოცოს და ოჯახს დაუბრუნოს მალე! არჩევნების მერე, რომ გადაედგათ ეს ნაბიჯი საეჭვიო არ იქნებოდა, ამიტომაც ოცნებას მისმა ამომრჩევლმაც კი ზურგი აქცია…

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი: რომელი ჭკუათმყოფელი მმართველი იჭერს ოპოზიციონერს საარჩევნო წელს?
შემდეგი სტატიათბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს