დავით დვალი: რომელი ჭკუათმყოფელი მმართველი იჭერს ოპოზიციონერს საარჩევნო წელს?

არც ვიცი რა დავწერო, მთელი საღამოა ვწერ და ვშლი. ერთმა შუშის კოლბის ბინადარმა ჩათვალა რომ კანონები მოკვდავისთვისაა მარტო, მას კი შეუძლია ჭრას და კეროს როგორც უნდა ჟანრის კანონების ჩათვლით,” – წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი, რომელიც გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება:
” რომელი ჭკუათმყოფელი მმართველი იჭერს ოპოზიციონერს საარჩევნო წელს? იჭერს მესამედ და უსჯის მეორედ ერთი და იგივე დანაშაულისთვის. ჩადენიდან 10 წლის შემდეგ..
თან მეცინება, მაინც ძალიან ოპერეტული მმართველი გვყავს ,” – წერს დვალი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას დაკავებამ ფაქტობრივად მოკლა სხვა თემებზე შეთანხმების მიღწევის შანსი
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: ივანიშვილი დაგვცინის ყველას, დღეს ის არის ქვეყნის განვითარების მტერი