მღვდელმონაზონი ანდრია სარია: აფხაზეთი წაგვართვა და მაინც მისი იმედი გვაქვს…

“რუსეთის ეკლესიის იმედი რატომ უნდა გვქონდეს? 1. დიპტიხში ადგილი წაგვართვა და ჩუმად ვართ. 2. ავტოკეფალია წაგვართვა და არ ვახსენებთ. 3. აფხაზეთი წაგვართვა და მაინც მისი იმედი გვაქვს. 4. ოსეთი წაგვართავ და საქართველოს მაშინდელ მმართველეს ვაბრალებთ (მართებული ტერმინია შიდა ქართლი). 5. ეკლესიის იერარქებს გვილანძღავს მიტროპოლიტი ალფეევი და მდუმარედ ვისმენთ იმპერატიულ ტონს. ჩვენს მსგავსად ტანჯავს მეზობლებს: 1. უკრაინას წაართვა ტერიტორია და საეკლესიო მმართველობითაც სურს რუსული პოლიტიკის წარმოება. 2. მოლდოვეთს დაუნაწევრა მიწის ნაკვეთები და მასაც არ აძლევს უფლებას დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ეკლესია ჰქონდეს და ა.შ. რუსეთის პოლიტიკურ მავნებლობას საზღვარი არა აქვს, მაგრამ ჩვენმა ღირსეულმა და შეგნებულმა პასუხმა ლაგამი ხომ უნდა ამოსდოს უტაკტო ბაგეს?!”,-აცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე ბიზნეს სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფელს
შემდეგი სტატიაგორთან ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა