მეზვრიშვილი – ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ცალსახად მიუთითებს „ოცნების“ ხელისუფლების სისუსტეზე

ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ცალსახად მიუთითებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისუსტეზე, რომელმაც ისევე ვერ დაიცვა ცესკო-ს თავმჯდომარე, როგორც ვერ დაიცვა მის მიერ მიღწეული არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით განუცხადა.

მეზვრიშვილმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საერთო კონსენსუსის მიღწევა.

„იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დარღვევები წინა არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირდა, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური. ამ ფონზე ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა, რომელიც გაჟღერდა, რომ საკუთარი ნებით გადადგა, მაგრამ ამაში ძალიან დიდი წვლილია ხელისუფლების, ცალსახად მიუთითებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისუსტეზე, რომელმაც ისევე ვერ დაიცვა ცესკო-ს თავმჯდომარე, როგორც ვერ დაიცვა მის მიერ მიღწეული არჩევნების შედეგები. ჩვენ ვხედავთ, რომ იქაც, სადაც „ქართული ოცნება“ ხშირად მართალია, ამ პოზიციების დაცვას ვერ ახდენს და ასე ეწირებიან კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული თანამდებობები ამ უუნარობას“ , – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – გუშინ გამართული აქცია ძალადობრივი იყო, რადგან ქვებს და კვერცხებს ისროდნენ
შემდეგი სტატიატრეფიკინგის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა