ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე თბილისში დაკავებულ გ.ჩ-ს ბრალდება წარედგინა. უწყების ინფორმაციით, ის 6 თვის განმავლობაში, დაზარალებულ დამცირებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ასევე, ძალადობით აიძულებდა ემათხოვრა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ჩ-მ ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა ერთი პირი, რომელსაც 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას. ბრალდებული დაზარალებულს დამცირებით, აბუჩად აგდებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ასევე, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად ემათხოვრა.

შეგროვებულ თანხებს გ.ჩ. თავად ისაკუთრებდა და პირადი შეხედულებისამებრ განკარგავდა”, – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეზვრიშვილი – ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება, ცალსახად მიუთითებს „ოცნების“ ხელისუფლების სისუსტეზე
შემდეგი სტატიასამხარაძე – ჯეიმს აპატურაიმ დიდი კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების მიმართ