მეზობელი ქვეყნებიდან და სტრატეგიული პარტნიორებიდან მაქსიმალურად გვეხმარებიან, კანადიდან რომ ვითხოვოთ დახმარება, ვიდრე ჩამოვლენ, შეიძლება დაიწვას ნახევარი საქართველო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში არსებული ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ძნელია საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. სუს-ის უფროსის თქმით, ადგილზე პატარ-პატარა კერები კვლავ ჩნდება.

გომელაურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა.

”კიდევ დაგვემატება ავიაცია თურქეთიდან. სხვა ქვეყნებიდან დახმარება ჯერჯერობით არ განიხილება. თურქეთიდან დაემატება ჩვენს ავიაციას 2 ვერტმფრენი და საუბარია ასევე თვითმფრინავზე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სუს-ის უფროსის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით სხვა ქვეყნებსაც მიმართა და ამ ეტაპზე თურქეეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღო პასუხი დახმარებაზე.

„რისი საშუალებაც არის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და სტრატეგიული პარტნიორებიდან, რა დახმარების საშუალებაც არის მაქსიმალურად გვეხმარებიან. კანადიდან რომ ვითხოვოთ დახმარება, ვიდრე ჩამოვლენ შეიძლება დაიწვას ნახევარი საქართველო“, – განაცხადა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაური ვერ აკონკრეტებს მიმართა თუ არა ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაძალაში შევიდა აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქმედებს