ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, – შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ შესაბამისი აქტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემოდა 60 დღით ადრე – აგვისტოს ბოლოს.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ ვარკეთილის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
შემდეგი სტატიამეზობელი ქვეყნებიდან და სტრატეგიული პარტნიორებიდან მაქსიმალურად გვეხმარებიან, კანადიდან რომ ვითხოვოთ დახმარება, ვიდრე ჩამოვლენ, შეიძლება დაიწვას ნახევარი საქართველო