მეუფე სერგი: ალავერდელი გადასაყენებელია

ვეთანხმები ახალშესვენებულ მეუფე სერგის. ღმერთმა აცხონოს და მიუტევოს ცოდვები. გრემის საკითხში ვაჟკაცურად და პატრიოტულად იქცეოდა. ახლა სულ აიკლებენ იქაურობას!!!-წერს  დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

[03.02.20, 12:10:15] Akaki Nemsadze: ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგი
ჩეკურიშვილმა ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძესთან საუბარში აღნიშნა – ,,ეს
ალავერდლელი მოსაშორებელია მაგ თანამდებობიდან, ნებართვა მისცა საცურაო
აუზის ასაშენებლად გრემის მონასტრის ძირში, ისინი მთავრობით ცდილობდნენ
საქმის დალაგებას, მე ხელი შევუშალე მაგრამ ამან ნებართვა მისცა, ეს
კიდევ მე მამტყუნებს, თან საერთოდ არაფერი მკითხა. ეს ესე არ დარჩება,
ხალხი აუბუნტდება მაგასაც და იოანესაც (გულისხმობს ქუთაისის მიტროპოლიტ
იოანე გამრეკელს). აღარ მექნება ურთიერთობა, ერთი ამათიც რაა, ვურეკავ და
ტელეფონს არ იღებენ, იოანესთანაც რაღაც განათლების საკითხები მაქვს
შესათანხმებელი. შენ უფრო მეტ რამეს აკეთებ, ვიდრე ეგენი. ეგ (მახარაძე)
მაგრად “განაგლდა”, თავში აუვარდა, იმისთვის კი არ ნიშნავენ მაგათ ფულები
რომ აკეთონ, ეკლესია უნდა დაიცვან. მე ესე მგონია ან ფული აიღეს, ან
შეაცდინეს”.
თ.ჭუაძე – ,,თქმით უნდა ეთქვა, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინე მაგრამ
დ.მახარაძემ რომ ფული აიღო არ მჯერა”.
ს.ჩეკურიშვილი – ,,რა არ გჯერა აბა ის 500 000 ევრო და 700 000 ევრო რომ
გადმოურიცხეს მე ვინმემ რამე გადმომირიცხა? ან დააშინეს”. აღნიშნულზე
თ.ჭუაძეს კომენტარი აღარ გაუკეთებია.

 

 

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიულ ქვეყენაში უკანონო მოსმენები, ძალადობა და შანტაჟი არ უნდა ხდებოდეს
შემდეგი სტატიამეუფე თეოდორე სუს-ის ჩანაწერებზე – ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში (ვიდეო)