მეუფე თეოდორე სუს-ის ჩანაწერებზე – ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში (ვიდეო)

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ მოსახლეობას გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე, მარტვილის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

მეუფემ კომენტარი „სუს“-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩანაწერბი არის დიდი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღე, ამ წმინდა, ადგილიდან, ვუსურვო ერთიანობა, ერთსულოვნება.

ეპარქიას რაც შეეხება, მიმდინარეობს მოღვაწეობა, მეუფე სტეფანე ასრულებს მოვალეობას, რომელიც დააკისრა სინოდმა და ჩვენ მას გვერდში ვუდგავართ. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რაც ყოველთვის არსებობდა, რომელიც დროთა განმავობაში დაიძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაში გაიმამრჯვებს საღი აზრი და ჩვენ ყველანი ვიქნებით ისევ ერთიანნი.

რაც შეეხება სუს-ის ჩანაწერებს, მე ნაწილობრივ გავეცანი მათ, მთლიანად ვერ მოვახერხე, ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში და აქედან შექმნილი არა არსებული, არამედ შექმნილი რაღაც ამბები. ამის შინაარსთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს, რადგან ამასთან დაკვშირებით უნდა ჩატარდეს გამოძიება და მეც, რა თქმა უნდა, მოვითხოვ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს სიმართლე და ამასთან ერთად მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ამ პირადი ინფორმაციების გასაჯაროება და ტირაჟირება, რადგან ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და ჩვენი ეკლესიითვის, ეს არა რომელიმე პარტიისთვის, ეს არის პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის ცუდი. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევწყვიტოთ ამის ტირაჟირება.“- აცხადებს მეუფე თეოდორე.

https://youtu.be/jGEaQb9Seoo

ავტორები: მარიამ პაიჭაძე, აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიმეუფე სერგი: ალავერდელი გადასაყენებელია
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – ევროკავშირის ელჩი ხდება კრიტიკის სამიზნე, ეს „ოცნების“ ანტიდასავლურობაზე მეტყველებს