მეუფე პეტრე: დღეს სინოდი ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს

“გავიხსენებთ გენიალური ვაჟა-ფშაველას სიტყვებს – რაც უნდა ჭირი მომკერძონ, ბილწს არ შევეკვრი ზავითა”,-ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე  “ფორმულას” ეთერში მეუფე იაკობის განცხადებას მისი გაკვეთის შესახებ. მისი თქმით, დღეს სინოდი ღმერთს დაშორებულია და არაეკლესიურად ცხოვრობს.

“რაც შეეხება კონკრეტული უსირცხვილო ადამიანის განცხადებას, რომელიც წარმოადგენს დღევანდელი საპატრიარქოს სახეს და პატრიაქრის სახეს, შემირცხვენია სინოდი, სადაც მეუფე იაკობს ეთქმის სიტყვა, ასევე შემირცხვენია სინოდი, რომელსაც თავმჯდომარეობს სოდომის ცოდვაში, ამ ცოდვის გამრავლებაში და ახალგაზრდა ადამიანების გახრწნაში, ბრალდებული მაღალი იერარქი. შემირცხვენია სინოდი, რომელიც არ აღიარებს, რომ ადამიანი, სასულიერო პირი რომელიც არ დაემონა ამ გახრწინელებას სხავდასხვა ინტრიგებით დღეს ციხეშია, საპატირმოშია ამ მიზეზის გამო. შემირცხვენია სინოდი, რომელსაც სჯერა რომ პრეზიდენტს მიმართა შეწყალების თხოვნით და მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემირცხვენია სინოდი, რომელამაც სამი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ციანიდის საქმეზე შექმნიდა კომისიას და რომ ეს კომისია საეკლესიო კანონით შეისწავლიდა მამა გიორგის ბრალეულობას. შემირცხვენია სინოდი, სადაც თავმჯდომარეს მხარს უმშვენებს თავის მემკვიდრე, მონარქიული მმართველობით, უკანონოდ დასახელებული ე.წ. მოსაყდრე, მეუფე შიო”,-აცხადებს მეუფე პეტრე.მე მათგან განსხვავებით ღვთის შიშით ვცხოვრობ.

 

“ფორმულას” კითხვაზე რას იზამთ თუ უახლეს სხდომაზე განკვეთის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორც მეუფემ აღნიშნა, დღეს სინოდი ეკლესიის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

“ღვთის ნებად ჩავთვლი. ეს იქნება გაგრძელება პილატეს სასამართლოსი და სინოდრიონისა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემირცხვენია სინოდი, რომელსაც ამ ცოდვაში ბრალდებული პატრიარქი უხელმძღვანელებს და სადაც გადამწყვეტ სიტყვას მეუფე იაკობი იტყვის ან საერთოდ დაესწრება, სიტყვის უფლება ექნება. მე ეკლესიაში მოვედი სულის ცხონებისთვის და პირიქით, ეს უსამართლო დევნა გვირგვინია ჩემთვის და მადლობა ღმერთს რომ ამის ღირსი გამხადა”,-აღნიშნა მეუფე პეტრემ.

 

https://youtu.be/b8EJ6i-oKaU

 

banner
წინა სტატიაშიპროფესორმა ენტონი ფაუჩიმ თენგიზ ცერცვაძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ​კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: საქართველოს საპატრიარქოში არსებული მეხუთე კოლონის არსებობა უნდა დასრულდეს