მეუფე პეტრე – პატრიარქი ილია მეორე 2009 წელს მოწამლეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქი ილია მეორე 2009 წელს მოწამლეს. ამის შესახებ მეუფე პეტრემ ”იმედის დროში” განაცხადა. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით მისი ეჭვები მართლდება. ”შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ ინტრიგის, ამ საშინელი სკანდალური სამარცხვინო მოვლენის ავტორი ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი) დღემდე მართავს სიტუაციას და სანამ არ გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს, დაუსრულებელი იქნება ეს ინტრიგები. რამეთუ ამ ქალს, ზედმეტსახელად ჩემგან არაერთგზის გაჟღერებული რუხი კარდინალისა, ჩრდილოვანი მმართველისა და ა.შ, ინტრიგების დედოფალსაც უწოდებენ.მე მახსენდება, რომ ეს ადამიანი როცა საკუთარ ინტრიგებში იყო გახვეული, არაერთხელ გაუწირავს პატრიარქი, წმინდა სინოდი, ასევე გაწირავს ხელისუფლებასა და მის ავტორიტეტს საკუთარი თავის გადასარჩენად. არის ეჭვები, რომ კვალი, როგორც სცენარის ავტორისა, მისკენ მიდის და არ გამოვრიცხავ, რომ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას და ისევე დააშანტაჟოს როგორც აშანტაჟებდა საპატრიარქოს მაღალ იერარქიას”, – განაცხადა მეუფე პეტრემ. მეუფე პეტრემ გაიხსენა 2009 წლის შემთხვევა. ”როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს – ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაში(Video) მამა გიორგი მამალაძე არ არის ის ადამიანი, ვინმეს მოკვლა შეძლოს – ოხანაშვილი
შემდეგი სტატია“პატიმარი კი არა ხელისუფლების ტყვე არის”-ნიკა რურუა დეკანოზ გიორგი მამალძეზე საუბრობს