“პატიმარი კი არა ხელისუფლების ტყვე არის”-ნიკა რურუა დეკანოზ გიორგი მამალძეზე საუბრობს

პატიმარი კი არა, ტყვე არის ხელისუფლების- ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ გააკეთა. რურუამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშიებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმეში მონაწილე დაცვის და ბრალდების მხარეები, არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი იმისა, რომ საქმე პროკურატურის მიერ განგებ ჭიანურდება. “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში “ხელებს” აფათურებს.

„პატიმარი კი არა, ტყვე არის ხელისუფლების და ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ხელებს აფათურებს, რაც სრულიად დაუშვებელია. ამიტომ, საინტერესოა რა აქვს სათქმელი ამ ადამიანს, რატომ არის ის პატიმრობაში რეალურად და საერთოდ რას ემსახურება საერთოდ ეს ნახევრად ფანტასტიკური სიუჟეტი, რომელიც ციანიდის საქმით არის ცნობილი,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე – პატრიარქი ილია მეორე 2009 წელს მოწამლეს
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ