მეუფე პეტრე: ჩავთვალე, ღვთისა და სინდისის წინაშე, უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამემაღლებინა

news
: news თებერვალი 28, 2017 14:38

მეუფე პეტრე: ჩავთვალე, ღვთისა და სინდისის წინაშე, უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამემაღლებინა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) მთავარი პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებას ლოგიკურად მიიჩნევს.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, მის მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ გამოძიებას კითხვები გაუჩნდა.

„იმედის“ ეთერში ბოლო ჩართვისას ჩემს მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მათ შეკითხვები გაუჩნდათ და შეხვედრა მთხოვეს. არამგონია, ეს დაკითხვა იყოს. უბრალოდ, გასაუბრების ფორმატია. ჩავთვალე, ღვთისა და სინდისის წინაშე, რომელიც ასევე პატარა ღმერთია, უსამართლობის წინააღმდეგ ხმა ამემაღლებინა. მზად ვარ, ნებისმიერ წინააღმდეგობას შევხვდე, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად, 15:00 საათზე გამოცხადდება.

როგორც „თაიმერს”  საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, მეუფე პეტრე მოწმის სტატუსით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოიკითხება.

news
: news თებერვალი 28, 2017 14:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,337
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics