მეუფე პეტრე ცაავა : ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის

ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მეუფე პეტრემ „მორიგი ჭორი“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მღვდელმსახურების გაგრძელებას საბერძნეთის ეკლესიაში აპირებს.

„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, აპირებს, თუ არა, რომ დაემორჩილოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებას, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების შემდეგ შიომღვიმეში განმწესდეს.

„მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი : პატრიარქს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს
შემდეგი სტატია“პატრიარქი წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს” – მეუფე პეტრე