“პატრიარქი წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს” – მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს. ყოფილმა მეტროპოლიტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის განცხადებები, რომელიც წმინდა სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ გააჟღერა.

პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი აქვს და ის ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს.
“სულიერი ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ სულის საცხონებლად დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ ეკლესიის გაჯანსაღებისთვის. ესე ვთქვათ, არსებული პროცესების მოგვარების დასაწყებად. მე სიკვდალიმადე მაქვს აღქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში და უსამართლობას და უწმინდურებას არ დავემორჩილები. უსამართლო სასჯელები დაწყებულია და ეს გაგრძელდება, მე მზად ვარ, ნებისმიერი სასჯელისთვის. მე ეს ყველაფერი უკვე ქორეპისკოს უკვე გავუგზავნე, რომ ეჩვენებინა პატრიარქისთვის, რომ მანაც იცოდეს რამდენად სამარცხვინო იყო განჩინება. მთელი ცხოვრება სინანულში უნდა გავატაროთ მეორეთ მოსვლამდე. პატრიარქი წინაშე მე მიმაჩნია, რომ მოსანანიებელი არაფერი მაქვს, ან უნდა გაგრძელდეს ან უნდა დავისაჯი ცილისწამებისათვის, კანონიკური სამართლის მიხედვით. ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისათვის და მართლმადიდებლობისათვის – ამას ვგულისხმობ. რაც შეეხება, კომუნიკაციას საპატრიარქოსთან კომუნიკაციას, არ მქონია. მქონდა მხოლოდ, მოწმეთაგან რამდენიმესგან მქონდა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე ცაავა : ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის
შემდეგი სტატია(Video) ემოციური კადრები მარტვილიდან