მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ეკლესიიდან განკვეთონ

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მღვდლობიდან განკვეთონ. ამის შესახებ მეუფე პეტრემ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვნახოთ, აბა, თვითონ რას მოიმოქმედებენ. მინდა გითხრათ, რომ „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ ანუ იმის მერე, რაც იკადრა საპატრიარქომ და რასაც მე ვხედავ – ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას მათ შორის, სასულიერო პირებისა, თუ მაღალი იერარქიისგან, არაფერს გამოვრიცხავ. უბრალოდ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს.

დაველოდები მათ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ვერ წარმომიდგენია, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაინიშნოს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს. ეს რა თქმა უნდა, უხერხული იქნება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაში(Video) ემოციური კადრები მარტვილიდან
შემდეგი სტატიავერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ ახლა მივმართავ მის ლექტორებს. თუ მისი ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები -რომან გოცირიძე