ვერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ ახლა მივმართავ მის ლექტორებს. თუ მისი ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები -რომან გოცირიძე

შალვა თადუმაძის კურსელები ვერ ვიპოვეთ და ლექტორები გამოგვეხმაურეთ. მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები, იქნება უმაღლესი სუფრა, – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის ლექტქორებს.

აღნიშნული განცხადება გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის მოსმენა მიმდინარეობს.

კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე კოსმოსური ხომალდი ან ინტერნეტი. ამასთან, მან კანდიდატს შეახსენა, რომ თუკი არ ეთანხმება ის ამას ინანებს, რადგან ეს მოსაზრება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ამის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და მიუთითა, რომ ის ჯერ შალვა თადუმაძეს ეპატიჟებოდა რესტორანში და ახლა ამ განცხადებას აკეთებს. ოხანაშვილის თქმით, ჩანს, რომ რომან გოცირიძე ქართულ სუფრას პატივს არ სცემს.

„ბატონმა ანრიმ დაიცვა შალვა თადუმაძე, მისაყვედურა, რომ სუფრას პატივს არ ვცემ და უდიერად მოვიხსენიე სახინკლე. მეგობრებო, ვერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ ახლა მივმართავ თადუმაძის ლექტორებს. თუ ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, ვინც მას ასწავლიდა, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ლექტორები გამოგვეხმაურეთ,”- განაცხადა გოცირიძემ.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ მას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„რა გჭირთ, როგორ იქცევით? აქამდე კონსტრუქციულად იქცეოდით და ახლა რა დაგემართათ? ოხუნჯობის ხასიათზე რამ დაგაყენათ?” – მიმართა ოხანაშვილმა გოცირიძეს

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ეკლესიიდან განკვეთონ
შემდეგი სტატიასრულიად წარმოუდგენელია სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე