მეუფე იოანე გამრეკელი “მთავარი არხის ჟურნალისტს” დაემუქრა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი “მთავარი არხის” ჟურნალისტს დაემუქრა.

“შენ ერთხელ უკვე მოგხვდა და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები”. – უთხრა მან ჟურნალისტს.

მეუფე იოანე გამრეკელი 5 ივლისის მოვლენებში მონაწილეობის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მიტროპოლიტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და მედიას დააკისრა.

“ნუ ყაყანებთ, თუ გაინტერესებთ, მომისმინეთ, ახლა თქვენც ძალადობთ. არ მსურს ყველასთან საუბარი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, კითხეთ ხელისუფლებას. რაც შეეხება ფორმულას ჟურნალისტს ის იმ სივრცეში შემოვიდა, რომელიც მისთვის აკრძალული იყო. თქვენ, რომ შემოვარდეთ ეკლესიაში და ხელი შემიშალოთ, მე პოლიციას გამოვიძახებ-“განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

banner
წინა სტატიაშივატო წერეთელი: პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება
შემდეგი სტატიააცემინეს და ბოლოს მკვდარი გაიტაცეს – ნოდარ მელაძე სამართალდამცველების ქმედებებზე