მეუფე იაკობი პანსიონზე – რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, სიტყვით თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძალადობას ეწინააღმდეგება, თუმცა იმავე განცხადებაში მოძალადეები გაამართლა. მისი აზრით, მსგავს დაწესებულებებში “ადამიანებს ნერვები არ ჰყოფნით და რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა”.

იაკობის თქმით, თუკი პანსიონში ძალადობა ხდება, ამას შესაბამისი ფაქტები სჭირდება, დადასტურების შემთხვევაში კი დამნაშავეები დაისჯებიან.

მეუფე იაკობის თქმით, საპატრიარქომ პანსიონში არსებული ძალადობის შესახებ არ იცოდა და მათ მომხდარზე გვიან, მედიასაშუალებების მეშვეობით გაიგეს.

​”მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი ვირი არ არის და ცემა არ არის აუცილებელი. სისულელეს, რომ ლაპარაკობენ ლამის მაცივარში გვამები და სადისტური ისინი. ცალკეულ ადამიანებს შეიძლება, მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები. პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ ურტყამენ. რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს ხო.

მე თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხო უნდა იყოს. ფაქტი თუ იყო უმკაცრესად დაისჯებიან”,-თქვა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიახუხაშვილი გახარიაზე – თქვენ წარმოიდგინეთ, მე ვიყავი მისი პირველი კონტაქტი და სულ ორი დღის გაცნობილი მყავდა