ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ, ერთი საათის მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მუცლის არეში დანით არის დაჭრილი.

„ხმაური არ ყოფილა. ჩოჩქოლი რომ შევნიშნეთ, გარეთ გავედი. ახალგაზრდა მამაკაცი მიწაზე იყო. იგი მუცლის არეში დანით იყო დაჭრილი, კონტაქტური იყო. სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. ვიღაცამ თქვა „ირაოს“ თანამშრომელიაო“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილს – კარგად გაიხსენოს პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი პანსიონზე – რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, სიტყვით თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს