მეუფე იაკობი ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ:გვქონდა ძალიან გულღია, აბსოლუტურად გულითადი საუბარი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) აცხადებს, რომ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ძალიან გულღია საუბარი ჰქონდა და განიხილეს ყველა ის პრობლემა, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით არსებობს.

„გვქონდა ძალიან გულღია, აბსოლუტურად გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად, სიტუაცია. შევთანხმდით, სახალხო დამცველი და მე, რომ ალბათ შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და ვნახავთ ვითარებას. დღეს იქ სოციალური მუშაკები მუშაობენ. თქვენ გთხოვთ, ჟურნალისტებმა მოგვცეთ საშუალება, ალყა რომ გაქვთ შემორტყმული, დიდი სტრესია ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან იმ სტრესიდან, მოგვეცით საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად და ჩქარა შევიდნენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, საჭიროა ბავშვების ინტერესების გათვალისწინება.

„ჩვენ რომ შევხვდით, გულითადი საუბარი გვქონდა, არ გვქონია პრეტენზიები. სიტუაცია უცებ შეიქმნა, აგორდა და აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი დაძაბული სიტუაცია. უკვე აღარც არის დაძაბული, თქვენ, ჟურნალისტები თუ არ დაგვიძაბავთ იქ, ძალიან სწრაფად შევლენ. ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით, ყველას ერთად, ბავშვები გუშინ გეუბნებოდნენ, წადით, გარეთ გვინდა სეირნობა, თქვენ გამო ვერ დავდივართ, წადითო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: საქართველოზე უარესი მდგომარეობა აქვს ნახევრად აღიარებულ კოსოვოს და ომ გადატანილ სომხეთს
შემდეგი სტატია“როცა ყოველ ჯერზე საერთაშორისო ასპარეზზე კეთდება შესაბამისი განცხადება, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის”