მეუფე იაკობი მელიაზე – მე ციხეში დაჭერა არავისი არ მინდა

“მე ციხეში დაჭერა არავისი არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან” – ასე გამოეხმაურა მეუფე იაკობი ნიკა მელიას უარს გირაოს გადახდის შესახებ.

ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია “ჯახირობს” ხალხის ქუჩაში გამოყვანას მაინც ვერ შეძლებს. მეუფე 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და მომხდარის გამო სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციას აკისრებს.

“მე საერთოდ ჩვენი პოლიტიკოსების ვერ გამიგია. ჩატარდა არჩევნები იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ეგენი გამოგვერჩია, სამი ათასზე მეტი ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ. ამაზე მოვა დრო და ყველას პასუხს მოვთხოვთ. ახლა არც პარლამენტი გაქვს, არაფერი არ გვაქვს და მტრობაა, ქვეყნის მტრობაა, რაც ხდება. ეკლესიაზე ეს რაც ხდება, რომელი პარტიული ტელევიზიები გვიტევენ ხოლმე, ხომ კარგად იცით?! რას გავს! ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში?! ჩვენს გარეშე რას გააკეთებთ. რომელიმეს ავტორიტეტი აქვს თუ რა აქვს?! ხალხს უყვართ თუ რა?! მე ციხეში დაჭერა არავის არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან… მსოფლიოში პოლიტიკოსებს ბევრს ვიცნობ, ამათ პოლიტიკოსობის ვერ ვატყობ, თუნდაც ოპოზიციას”, – თქვა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა, ასევე, ისაუბრა 20 ივნისის საქმეზე, მან აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება და ოპოზიციასაც.

“განა ვამართლებ, რომ მიხვედი სხვას გადაეფარე რა , ბავშვს რომ თვალი ამოუვარდა პასუხი რაში აგე?! მოსვლა რომ უნდა სად მოდიხარ?!” – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიკანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებისა და დედაქალაქის შემთხვევაში განსხვავებული იქნება
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი: აგიოგრაფია მკვდარი ტექსტი მხოლოდ მკვდართაგან ხმობილთათვისაა