მეუფე იაკობი – მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ

მეუფე იაკობმა დღეს ხირსის მონასტერში საკვირაო წირვის შემდეგ სასულიერო პირებს ამბიონიდან მიმართა და ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჩავიხედოთ ჩვენს სულებში და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ამ მძიმე მდგომარეობიდან და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ. ადამიანს, რომელსაც აღიარება შეუძლია და სინანულსაც დავინახავთ, ის ძვირფასი ხდება, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, ეკელესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია საქართველოს დაშლისკენ არის მიმართული.

„ყველა ფრთხილად უნდა იყოს! რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან. ეს ორაზროვანი ლაპარაკები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცოტა დაფიქრდნენ, აირჩიონ – ღმერთთან დგანან, თუ მატყუარებთან. იმიტომ, რომ უკომპრომისოები ვიქნებით, მერე ავტოტირეტიც აღარ არსებობს და ყველას მიეხედება. ერთობა ნამდვილი ვიცი და ძალით ერთობა არ გამიგია. ჩვენს პატრიარქს ღმერთმა მეტი გამძლეობა მისცეს, სულიერად ძალიან ძლიერად არის. ფიზიკურად ვხედავთ, რომ იმდენს ლოცულობს ჩვენთვის, რომ რამდენი წელია ხორციელ ტკივილშია. რომ გვიყურებს, ასე რომ ვიქცევით, სულიერი ტკივილიც ექნება. მადლობა უფალს, არასდროს არ მიუტოვებია და დღესაც 44-ე წელია, მწყემსავს ჩვენს ერს. რამდენი რამე გადაიტანა თვითონ, ამ გზაზე რომ მოვეყვანეთ. ეკლესია რომ ჩაიბარა, ამდენი მრევლიც არ იყო მაშინ. გაგვზარდა და არ ვაფასებთ. ღმერთი, ვინც დასაფასებელია, ყველას დააფასებს. ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ადვილად დაშალონ საქართველო, დავალება აქვთ. გადაივლის ეს დღეები, ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას“, – აღნიშნა ბოდბის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, მდინარე მტკვარში ქალს ეძებენ
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი – პუტინმა საკუთარი ქმედებების ფასი უნდა გაიგოს