მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე: მოძრაობა ცოტა შენელებულია, როცა ვიცით, როგორიც არის, ტყვიასავით

ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია. მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, უნდა იყოს კიდევაც თანასწორი, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი. ესე იგი, არაჩვეულებრივი პატიმარია, – ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად გრძნობს თავს და ეს ეტყობა, სახის ფერზეც.

„შევხვდი, ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს. ბუნებრივია, ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ სუსტად გრძნობს თავს, რაც მე შევატყვე. მხნეობას არ კარგავს. ეტყობა სახის ფერზეც, მოძრაობა ცოტა შენელებულია, რომ ვიცით, როგორიც არის, ტყვიასავით.

მან იცის, რატომ შიმშილობს. მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე საუბარს არ აქვს რაიმე მნიშვნელობა მიზეზთა გამო. გარკვეულ მიზეზთა გამო, ის არ აპირებს ექიმების დახმარების მიღებას.

მე პეტიციაზე ხელი არ მომიწერია, მაგრამ მე გავაკეთე მრევლისადმი ჩემს მიმართვაში ჩემი პოზიცია. ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია. მე ასე ვიტყოდი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, უნდა იყოს კიდევაც თანასწორი, მაგრამ ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურდღება არ არის მოპყრობილი. ესე იგი, არაჩვეულებრივი პატიმარია“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი საზოგადოება უკიდურესად დაპირისპირებული და პოლარიზებულია.

„თქვეს საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, რადგან შერიგება, რომ მოხდეს ერთი პრობლემა – არსებობს ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს და ჩვენ ღირებულებათა შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ; თუ რაღაცაში მაინც, ღირებულებით ნაწილში შევთანხმდებოდით, მერე შეიძლება უკვე საუბარი დანარჩენზე. არსებობს იერარქია ღირებულებათა და სხვათა შორის, კათოლიკოს-პატრიარქმა ეს თქვა დიდი ხნის წინ – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. ეს არის ერთგვარი იერარქია ღირებულებათა სისტემაში. ღმერთის რწმენა უდიდესი რამ არის, მორწმუნე ადამიანისთვის მით უმეტეს. სამშობლო უპირატესი მცნება და მოვლენაა ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც არის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ღვთისა და სამყაროსი. აქედან გამომდინარე, ადამიანზე რომ რამე ვთქვათ, ან მოგვწონს, ან არ მოგვწონს, ეს იქნება ჩვენი პირადი სუბიექტური აზრი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, კაცი ხედავს სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ხშირად დავურიგებივართ პატრიარქს და მეც ვარიგებ ხოლმე, როცა ხელს დავასხამ სასულიერო პირად როცა აღვკვეცავ. ვეუბნები, რომ „გახსოვდეს, შენ ხარ დედა და არა მოსამართლე, შენ ხარ მამა და არა მოსამართლე“. ჩვენი მხრიდან სწორედ ეს დამოკიდებულება არის ნებისმიერი პატიმრის მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღირებულებათა სისტემაში ღმერთის შემდგომ სამშობლო და რამდენადაც გითხარით, ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოსა და ქვეყნის განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ, როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას თუნდაც პირადულ ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. პატრიარქმა ერთი დიდი დავალება მომცა, დღესაც მაკურთხა – სადაც მიხვალ, ეცადე სიყვარული მიიტანოო“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი ამბობს, რომ პრემიერმა შიმშილობის უფლება იგულისხმა და არა ადამიანის თვითმკვლელობის
შემდეგი სტატიაISFED-მა არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა