მეუფე გრიგოლი: არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, თითოეული ქრისტიანი მზად არის თავი გასწიროს ქრისტესთვის, ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის, არა ტკივილებისთვის და არა იმ უბედურებისთვის, რომელთანაც განრიდება არის საჭირო.ამის შესახებ მან ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ნესმიერ თავგანწირვას შინაარსი უნდა ჰქონდეს, რას ემსახურება და ჩვენი სარწმუნოებაც და შინაგანი კულტურაც თავისთავად ამას ეფუძვნება.

,,როცა ჩვენ ქრისტიანული სიმაღლიდან ვსაუბრობთ ორ მცნებას, გიყვარდეს ღმერთი შენი და არასდროს არ შეიძლება ამის უარყოფა და განდგონა და გიყვარდეს მოყვასი შენი. არავინ გაიძულებთ რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის ღმერთსა და ვირუს შორის, დღეს ჩვენ გეუბნებით სახელმწიფო გვეუბნება გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო ინპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას. ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგიმას და უარუოფას, ჩვენ ყოველთვის საღი აზრის პატივსმცემელი უნდა ვიყოთ და საღი აზრი არ ნიშნავს ღმერთის განდგომას. დიახ, ამ პერიოდში დიდი განსაცდელია და კიდევ მოტივაციაა იმისთვის რომ ვილოცოთ სახლში, ტაძრევში, ყველგან. ტაძრები არ იკეტება. არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა. დღეს აქ ვართ ტაძარში, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს. ეუბნებიან ადამიანს მოუფრთხილდი შენს თავს, მეზობელს, ნათესავს, გარბიან. ვერ უძლებენ ამას.როგორი სუსტები ვართ. საგანგებო იმით არი მდგომარეობა რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თვალწინ მტერს, თუბ ადამიანი მოერიდება არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი – დაგვიკავშირდით და ჩვენი სამღვდელოება სახლში მოვა და იქ გაზიარებენ
შემდეგი სტატიასომხეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, მგზავრებს – საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა მხოლოდ სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ